ჩამკეტი ონკანების დაყენებით დედაქალაქის ბიუჯეტმა 9,700 ლარი დაზოგა

Construction News

მიმდინარე წლის აპრილის მონაცემებით, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, თბილისის მერიამ ერთი თვის განმავლობაში 2,260 კუბური მეტრი სასმელი წყალი და 9,700 ლარი დედაქალაქის ბიუჯეტიდან დაზოგა.

აღნიშნული სხვაობა განპირობებულია სასმელი წყლის სოკოებზე სპეციალური ჩამკეტი ონკანების დამონტაჟებით. ამასთან დაკავშირებით დავალება შპს „ეკოსერვის ჯგუფმა” თბილისის მერისგან ერთი წლის წინ მიიღო. ამის შემდეგ სპეციალური ჩამკეტები 60 სოკოზე დამონტაჟდა.

„ეკოსერვის ჯგუფის”  პროგნოზით, წლის განმავლობაში ათეულობით ათასი კუბური მეტრი წყალი და 100,000 ლარზე მეტი დაიზოგება.

მსგავსი სტატიები