შუახევში სასოფლო-სამეურნეო აგრომომსახურების ცენტრს აშენებენ

Construction News

შუახევში სასოფლო-სამეურნეო აგრომომსახურების ცენტრის მშენებლობა მიმდინარეობს.  პროექტის მიხედვით, ცენტრი სოფლის მეურნეობის პროდუქციის დამხარისხებელ-შემფუთავი ტექნოლოგიებით აღიჭურვება. შენობაში გათვალისწინებულია სამაცივრე დანადგარების განთავსებაც.

აგრომომსახურების ცენტრში თამბაქოს გარდა ნებისმიერი ტიპის პროდუქციის ჩაბარება იქნება შესაძლებელი. მშენებლობა სავარაუდოდ სექტემბერში დასრულდება.

მშენებლობის პროცესი აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრმა და აგროპროექტების მართვის ცენტრის დირექტორმა დაათვალიერეს.

მსგავსი სტატიები