შუახევში ვეტერინარული კლინიკა აშენდება

Construction News

დაბა შუახევში ვეტერინარული კლინიკა აშენდება. მშენებლობისთვის 55,131 ლარია გამოყოფილი. ტენდერი აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს აგროსერვისცენტრმა გამოაცხადა.

კლინიკა დაბა შუახევში მშენებარე ერთსართულიან სასაწყობო მეურნეობაზე დაშენდება. პროექტის თანახმად ვეტერინარული კლინიკა მოეწყობა „აგროსერვისცენტრის“ დაპროექტებული საჩითილე მეურნეობის დამხმარე შენობის ავტოპარკინგის ტერიტორიაზე. არსებულ ერთსართულიან სასაწყობო მეურნეობაზე დააშენებენ ფართობს, სადაც მოეწყობა ვეტერინალური კლინიკა და ჩითილების სარეალიზაციო პუნქტი.

ტენდერში წინადადებების მიღება 2019 წლის 17 მაისს დაიწყება და 20 მაისს შეწყდება.

მსგავსი სტატიები