შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია ტოკიოს ოლიმპიური სივრცის სამშენებლო პირობებს აკრიტიკებს

Construction News

მუშაკები ტოკიოში, 2020 წლის ოლიმპიადის სამშენებლო ობიექტზე რთულ პირობებში არიან. აღნიშნულ ინფორმაციას შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია ავრცელებს.

ანგარიშში, „The Building and Wood Workers“ ნათქვამია, რომ მუშაკებს ჯანმრთელობისთვის სახიფათო პირობებში უწევთ მუშაობა, ასევე გაზრდილია მათი სამუშაო გრაფიკიც. ანგარიშის თანახმად, 2020 წლის ოლიმპიადის სამშენებლო ობიექტზე ორი მუშაკი დაიღუპა. ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ  2017 წელს 23 წლის ბიჭი სამშენებლო ობიექტზე ერთი თვის განმავლობაში 200 საათი მუშაობდა, მისი მშობლების განცხადებით, სწორედ ეს გახდა დაღუპვის მიზეზი.

ორგანიზაცია სამშენებლო კომპანიას „The JSC“ მოუწოდებს უზრუნველყოს მუშების უსაფრთხოება და დაიცვას მათი ჯანმრთელობა. ამ დროისთვის ანგარიშსს ტოკიოს საორგანიზაციო კომიტეტი განიხილავს.

2020 წლის ზაფხულის ოლიმპიადისთვის ტოკიოში სპორტული მოედნების მშენებლობა 2016 წლიდან მიმდინარეობს.

მსგავსი სტატიები