სახელმწიფო შრომითი ინსპექციის სამსახურმა “პანორამა თბილისის” სამშენებლო სამუშაოები შეამოწმა. 2,5-საათიანი მონიტორინგის შემდეგ ინსპექციამ მშენებლობის დროებით შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო. სამუშაოები ხარვეზების გამოსწორებამდე არ განახლდება.
შეგახსენებთ, რომ 16 აპრილს სამშენებლო ობიექტიდან 3 მუშაკი ჩამოვარდა. შემთხვევა დაახლოებით 18:00 საათზე მოხდა. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მუშაკების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
შსს-ს ცნობით, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, საქმე სსკ-ის 240-ე მუხლითაა აღძრული, რომელიც გულისხმობს “მშენებლობის ან ექსპლუატაციის დროს უსაფრთხოების წესების დარღვევას, რასაც მოჰყვა ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება, ან რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია”.