შრომის ანაზღაურება გენდერული ნიშნით – უთანასწორობა სამშენებლო სექტორში

Construction News

სამშენებლო სექტორში დასაქმებულთა შორის ჯერ კიდევ მამაკაცები დომინირებენ.

აშშ-ში, მარტის თვეში, სამშენებლო სექტორში დასაქმებულ ქალთა კვირეული აღინიშნებოდა, რომლის ორგანიზატორი იყო ამერიკის “ეროვნული ასოციაცია ქალები მშენებლობაში” (NAWIC). 1953 წელს ასოციაციის დაარსებაში მონაწილეობა 16-მა ქალმა მიიღო. მას შემდეგ კვირეული ყოველწლიურად აღინიშნება. კვირეულის ფარგლებში მიმდინარეობდა მსჯელობა იმ მიზეზებზე, რომლებიც სამშენებლო სფეროში ქალთა ჩართულობას უშლის ხელს.

ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რის გამოც ქალები სამშენებლო სექტორში დასაქმებისგან თავს იკავებენ, არის სტერეოტიპი, რომლის მიხედითაც სამშენებლო მოედანზე სამუშაოდ ქალს საკმარისი ფიზიკური ძალა არ აქვს. მეორე და არანაკლებ მნიშვნელოვან მიზეზად კი მამაკაცზე ნაკლები ანაზღაურება შეიძლება დასახელდეს, რაც ქალების მოტივაციას საგრძნობლად ამცირებს. ეს ტენდენცია ისეთ განვითარებულ ქვეყნებშიც კი აღინიშნება, როგორიც არის დიდი ბრიტანეთი და აშშ.

აშშ-ში ქალებს, კაცებთან შედარებით 4.3%-ით უფრო მცირე ხელფასი აქვთ. ადგილობრივი შრომის სტატისტიკის ფედერალური ბიუროს მონაცემებით, ქვეყანას სამშენებლო სექტორში 11,181,000 დასაქმებული ჰყავს და მათ შორის 1,107,000 (9.9%) ქალია.

“ეროვნული ასოციაცია ქალები მშენებლობაში” (NAWIC), აქტიურად უწყობს ხელს  ქალების კარიერის განვითარებას სამშენებლო ინდუსტრიაში. 2008 წლიდან, ასოციაციის სან დიეგოს ფილიალი, საზაფხულო სკოლებს აწყობს, სადაც მონაწილეობის მიღება და სამშენებლო სპეციალობების დაუფლება მხოლოდ ქალებს შეუძლიათ. გარდა ამისა, ამერიკის შეერთებულ შტატებში შემუშავებულია მშენებლობაში კარიერის განვითარების ხელშემწყობი პროგრამა ,,ხელსაწყოები და დიადემები” (Tools and Tiaras), რომელიც ყველა ასაკის ქალისთვის რამდენიმე თვიან პრაქტიკულ მეცადინეობას მოიცავს სრულიად უფასოდ.

დიდ ბრიტანეთში მიუხედავად იმისა, რომ სამშენებლო პროექტების ინვესტირება გრძელდება, სამუშაო ძალა მზარდი ტენდენციით არ ხასიათედება და სექტორის მთავარ გამოწვევად, კვალიფიციური მუშახელის დეფიციტი სახელდება. ქალთა წილი დასაქმებულთა შორის აქაც მცირეა. დიდ ბრიტანეთში ჩატარებული კვლევა “ქალები მეცნიერებასა და ინჟინერიაში” (Women into Science and Engineering survey) უჩვენებს, რომ სექტორში დასაქმებულ ქალთა წილი 11%-ია.

დიდ ბრიტანეთში ქალებსა და კაცებს შორის სამშენებლო სექტორში ანაზღაურების 45.4%-იანი სხვაობაა. ქალებს საშუალოდ საათში 8 ფუნტს უხდიან, მაშინ, როცა კაცებისთვის გამომუშავებული თანხა 14.74 ფუნტია.

სტატისტიკის დეპარტამენტის ოფიციალური მონაცემების მიხედვით, საქართველოს სამშენებლო სექტორში დასაქმებულ ქალებსა და მამაკაცებს შორის ხელფასის სხვაობა 2017 – 2018 წლებში შემდეგია:

მსგავსი სტატიები