შრი-ლანკაში ორი ინფრასტრუქტურული პროექტი $280 მილიონით დაფინანსდა

Construction News

შრი-ლანკაში ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის $280 მილიონი გამოიყო. 2 ინფრასტრუქტურული პროექტი აზიური ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკმა (AIIB) დააფინანსა.

პროექტის მიხედვით, კოლომბოში მცხოვრები დაბალშემოსავლიანი ოჯახების საცხოვრებელი სახლების რეკონსტრუქცია იგეგმება. სამშენებლო სამუშაოებისთვის $200 მილიონი დაიხარჯება. $80 მილიონი კი მეწყერსაწინააღმდეგო ინფრასტრუქტურულ პროექტს მოხმარდება.

khl.com-ის ინფორმაციით, პროექტი გულისხმობს 5,500 სახლის რეაბილიტაციას. განახლებული სახლების ტერიტორია ჭკვიან ურბანულ დასახლებად იქცევა, რაც მოიზიდავს უფრო მეტ უცხოელ ინვესტორს და გააუმჯობესებს ქვეყნის ეკონომიკას.

ცნობისთვის, კოლომბო შრი-ლანკას ყველაზე დიდი ქალაქია.

მსგავსი სტატიები