137 ადამიანი დაიღუპა და ასობით დაშავდა აფეთქებების შედეგად შრი-ლანკაში. BBC- ის ინფორმაციით, აფეთქება სამ ეკლესიასა და სამ სასტუმროში მოხდა.
დაშავებულთა ნაწილი საავადმყოფოშია გადაყვანილი. ადგილობრივი მედიის ცნობით, შესაძლოა დაღუპულთა და დაშავებულთა შორის არიან უცხოელებიც. ერთ-ერთი პოლიციელის თქმით, ამ დროისთვის 9 უცხოელია დაღუპული.
აღსანიშნავია, რომ აფეთქებები ეკლესიებში აღდგომის დღესასწაულზე მოხდა. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ჯერ არც ერთ დაჯგუფებას არ აუღია.