შრი-ლანკაში ეკლესიებსა და სასტუმროებში მომხდარი აფეთქებების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 290-მდე გაიზარდა. bbc-ის ინფორმაციით, რვა აფეთქების შედეგად 500 ადამიანია დაშავებული. აქედან 36 უცხო ქვეყნის მოქალაქეა.
აფეთქებებთან დაკავშირებით შრი-ლანკის პრეზიდენტი 22 აპრილს უშიშროების საბჭოს სხდომას გამართავს. ქვეყნის ხელისუფლებამ ე.წ. კომენდანტის საათის გაუქმების გადაწყვეტილება მიიღო.
ამ დრომდე შრი-ლანკის სამ ეკლესიასა და ოთხ სასტუმროში მომხდარ აფეთქებაზე პასუხისმგებლობა არც ერთ სამხედრო ორგანიზაციას ან დაჯგუფებას არ აუღია.