შპს „ტაომ“, რომელთანაც მერია ხელშეკრულებას წყვეტს, შესაძლოა სასამართლოში იჩივლოს

Construction News

შპს „ტაომ“, რომელთანაც თბილისის მერია გლდანის მე-6 მიკრორაიონში სკვერის მოწყობის სამუშაოების შეუსრულებლობის გამო ხელშეკრულებას წყვეტს, შესაძლოა, დედაქალაქის მთავრობას სასამართლოში უჩივლოს.

ამის შესახებ შპს „ტაოს“ დირექტორმა, გოჩა ყურაშვილმა ტელეკომპანია „იმედთან“ საუბარში განაცხადა.

„ჩამოყალიბების პროცესში ვართ. მერმა გაძევების გადაწყვეტილება რომ მიიღო, ეს ინფორმაცია არ მქონდა, თბილისის მთავრობის სხდომის შემდეგ გავიგე“, – აცხადებს ყურაშვილი.

კითხვაზე, ნოემბრის მერე რატომ ვერ მოხდა სკვერის მოწყობის სამუშაოების დასრულება, შპს „ტაოს“ დირექტორი პასუხობს, რომ „ნოემბრის შემდეგ პროექტში იყო რაღაც ცვლილებები და ვერ მოხერხდა“.

ცნობისთვის, დღეს თბილისის მერმა განაცხადა, რომ ნოემბრის შემდეგ, გლდანის მე-6 მიკრორაიონში, მეშვიდე და მეოცე კორპუსებს შორის არსებულ ტერიტორიაზე საზოგადოებრივი სკვერის მოწყობის სამუშაოებს შეუსრულებლობის გამო, დედაქალაქის მერია შპს „ტაოსთან“ ხელშეკრულებას წყვეტს.

მსგავსი სტატიები