შოტლანდიაში წარმოებული ელექტროენერგიის 74,6% განახლებადი ენერგიით გენერირდება

Modern Roofing

განახლებადი ენერგიის წარმოებამ შოტლანდიაში 2018 წელს რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია. ბიზნესის, ენერგეტიკისა და ინდუსტრიის სტრატეგიის (BEIS) ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, ქვეყანაში ელექტროენერგიის წარმოების 74,6% განახლებად ენერგიაზე მოდის.

სტატისტიკური მონაცემებით, შოტლანდიაში ყოველ 1 საათში განახლებადი ენერგიის გენერატორებით 26,708 გიგავატი ენერგია იწარმოება. 2017 წელთან შედარებით, წარმოებული ენერგიის მოცულობა 6.1%-ით არის გაზრდილი.

Dailymail-ის ინფორმაციით, თითქმის გაორმაგებულია ელექტროენერგიის ქსელის ექსპორტი: 

·         2017 წლის მაჩვენებელი – 12,868 გეგავატი/საათში

·         2018 წლის მაჩვენებელი – 24,379 გეგავატი/საათში

შოტლანდიის ენერგეტიკის მინისტრის, პოლ ვილჰაუსის განცხადებით, სტატისტიკა თვალსაჩინოდ ასახავს ქვეყნის სწრაფვას ენერგოეფექტურობის გაზრდისკენ. მანვე აღნიშნა, რომ მთავრობა ეცდება კლიმატის ცვლილებებით გამოწვეული ზიანის პრევენციისთვის სწორი სტრატეგიულ გადაწყვეტილებები მიიღოს.

მედიასთან საუბრისას, პოლ ვილჰაუსმა სანაპირო ქარის მაქსიმალურად ათვისების მიზნით დაწყებულ სამშენებლო პროექტებზეც გაამახვილა ყურადღება.

მსგავსი სტატიები