შოკისმომგვრელი კადრი – დღეს დილიდან მსოფლიო შეძრა მამა-შვილის ფოტომ

Construction News

დღეს დილიდან მსოფლიო შეძრა მამა-შვილის ფოტომ – ამღვრეულ წყალში, მაისურში გახვეული თავები, პატარა გოგოს მამის კისერზე აქვს ხელი გადადებული…

შოკისმომგვრელი კადრი, კიდევ ერთი შეხსენებაა, თუ რა სახიფათო გზას გადიან ემიგრანტები აშშ-სკენ.

ჟურნალისტის თქმით, ოსკარ ალბერტ მარტინესმა გადაკვეთა მდინარე რიო-გრანდე და შემდეგ მობრუნდა უკან, რომ მეუღლეც გადაეყვანა, რა დროსაც მისი 23 თვის გოგონა ჩახტა წყალში და მამას გაეკიდა. მამამ დაიჭირა თავისი პატარ გოგონა და მხრებზე შემოისვა, მაგრამ ძლიერმა დინებამ ორივე ჩაითრია – ფოტო ეკუთვნის Julia Le Duc-ს, რომელიც მექსიკური გამოცემა La Jornada-სთვის წერს.

გამოცემა ესაუბრა დაღუპულის მეუღლეს, რომელმაც განაცხადა, რომ ხედავდა, თუ როგორ იღუპებოდნენ მისი მეუღლე და შვილი.

დაღუპულები მდინარე რიო-გრანდეს სანაპიროზე, მექსიკის მხარეს იპოვეს.

ინციდენტი კვირას მოხდა, ხოლო ფოტო კადრი დღეს დილიდან ვრცელდება მედიაში.

CNN.com

მსგავსი სტატიები