შიო არაგვისპირელის მუზეუმის რეაბილიტაციისთვის 125,821 ლარი დაიხარჯება

Construction News

თბილისის მუზეუმების გაერთიანება შიო არაგვისპირელის მუზეუმის რეაბილიტაციას იწყებს. მუზეუმში დაცული მემორიალური ნივთები 2016 წლიდან გადატანილია ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმის დაცულ ფონდში, მერიის კულტურის სამსახურის ნებართვის საფუძველზე და დალუქულია საქართველოს სამუზეუმო ფასეულობათა დაცვის ინსტრუქციის შესაბამისად.

სარემონტო სამუშაოების დასაწყებად, შენობა გამარჯვებულ კომპანიას გუშინ გადაეცა, შესაბამისად ის  ძველი სტენდებისგანაც დაიცალა. პროექტით გათვალისწინებულია ძეგლის სარეაბილიტაციო – სარემონტო სამუშაოები ისე, რომ სრულად იქნება დაცული როგორც ძეგლის არქიტექტურული თავისებურება, ისე სამუზეუმო საჭიროებები. ასევე, შენარჩუნებული იქნება ავთენტური კედელი და საბუხრე. პროექტი ითვალისწინებს შენობის ადაპტირებას.

სამუშაოები 4 თვეში უნდა დასრულდეს  და მისი ღირებულება 125,821 ლარია.

მსგავსი სტატიები