შინდისში წყლის მაგისტრალური და გამანაწილებელი ქსელის მშენებლობა დასრულდა

Construction News

შინდისში წყლის მაგისტრალური და გამანაწილებელი ქსელის მშენებლობა დასრულდა, რომელიც სასმელი წყლით 100-მდე ოჯახს უზრუნველყოფს.

“ამჟამად სამუშაოები დასრულებულია და მიმდინარეობს აბონირება, აბონენტთა დაერთებები. ამ დროისათვის უკვე დაერთებულია 40 აბონენტი. ქსელზე დაერთების პროცესი ერთ თვეში დასრულდება და ყველას ექნება სასმელი წყლის მიღების შესაძლებლობა. აქ განთავსებული წყლის აგრეგატები, საიდანაც შინდისი წყლით მომარაგდება, არის ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო, დანიური წარმოების“, – განაცხადა თბილისის მერმა, კახა კალაძემ ადგილზე პროექტის გაცნობისას.

შინდისის წყლით მომარაგების საკითხზე მუშაობა ქალაქის მთავრობამ გასული წლის შემოდგომაზე დაიწყო. მსგავსი მიწისქვეშა კომუნიკაცია დასახლებაში ამ დრომდე არ არსებობდა, რის გამოც, მოსახლეობა იძულებული იყო წყალი, გადამზიდი ავზების საშუალებით შეეძინა.

წყლის მაგისტრალური ქსელის მშენებლობის პროექტი შინდისში მთაწმინდის გამგეობის დაფინანსებით განხორციელდა, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან ნახევარ მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა.

მსგავსი სტატიები