შვეიცარიაში, მსოფლიოს ყველაზე ეკოლოგიური შენობა დასრულდა

Construction News

შვეიცარიაში, ოლიმპიური და პარაოლიმპიური თამაშების, სათავო ოფისის მშენებლობა დასრულდა – ეს ერთ-ერთი ყველაზე ეკოლოგიური შენობაა მსოფლიოში.

შენობის დიზაინი, დანიელი “3XN”-ის არქიტექტორების მიერ, შვეიცარიის არქიტექტორებთან თანამშრომლობით არის შემუშავებული.

ადმინისტრაციული შენობა, ქალაქ ლოზანას პარკ “ლუი ბურჟე”-ში მდებარეობს, ჟენევის ტბასთან ახლოს და მე-18 საუკუნეში აშენებული “Château de Vidy”-ის გვერდით, რომელსაც ასევე გამოიყენებს საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი “IOC” .

ნაგებობა, ოლიმპიური კომიტეტის 500 თანამშრომლისთვის არის განკუთვნილი და ძირითადად გადამუშავებული მასალებისგან არის აშენებული. მას მაღალი შეფასება აქვს, ეკოლოგური შენობის სერტიფიკატის სამივე კრიტერიუმით.

შენობას აქვს წვიმის წყლის შეგროვების მექანიზმი, რაც მწვანე ნარგავების მორწყვასა და საპირფარეშოებს მოხმარდება. ასევე სახურავზე განთავსებულია მზის პანელები, რომლებიც ჯამში, შვეიცარიის 60 ოჯახისთვის სამყოფ ენერგიას გამოიმუშავებენ.

ფასადის ფორმა, მაქსიმალურად ახდენს შენობის დაჩრდილვას მზისგან, შესაბამისად კონდიცირება ნაკლებად ესაჭიროება.

რომ იყო მაქსიმალურად ეკოლოგიური, შენ გჭირდება ბევრი დღის შუქი შენობაში, მაგრამ არა ბევრი მზის სინათლე. ფასადი თავად ახდენს შენობის მზისგან დაჩრდილვას – ის არ უშვებს ზედმეტ მზის სინათლეს. შუშის შენობა რომ იყოს ეკოლოგიური – ეს ნამდვილი გამოწვევაა… ამ უნიკალური ფასადის მეშვეობით, ჩვენ გადავლახეთ ეს პრობლემა”, – აცხადებს კიმ ნერფორტ ნილსენი, “3XN”-ის დამფუძნებელი.

27,000 კვადრატული ფუტის შენობას პეპლის ფორმა აქვს, ხოლო ინტერიერში არსებული კიბის დიზაინი, 5 ოლიმპიური რგოლის ასოციაციას ქმნის.

პროექტის მშენებლობა 2016 წლის მაისში დაიწყო და მისი ჯამური ხარჯი $147 მილიონ დოლარს შეადგენს.

2018 წელს, ამსტერდამში გამართულ მსოფლიო არქიტექტურის ფესტივალზე, შენობამ მიიღო ჯილდო “ოფისი – მომავლის პროექტი”.

ინფორმაციას CNN ავრცელებს.

მსგავსი სტატიები