შვედმა ინჟინრებმა შეიმუშავეს ინოვაციური პანელი, რომელსაც ხმაურის შთანთქმა შეუძლია

Modern Roofing

შვედეთში ინჟინრებმა შეიმუშავეს ინოვაციური პანელი “Ecophon Solo”, რომელსაც ხმაურის შთანთქმა შეუძლია.

sc-os-ის ინფორმაციით, ინჟინრების გარკვეული ნაწილი ეთანხმება იმ აზრს, რომ ხმაურიც დაბინძურების ერთ-ერთი ფორმაა, განსაკუთრებით ურბანული ტერიტორიებისა და მეგაპოლისების სამშენებლო მოედნებზე, გზებსა და სხვა ღია სივრცეებში.

“Ecophon Solo”-ს პანელები დეკორატიულია და მას სხვადასხვა გეომეტრიული ფიგურის ფორმა შეიძლება ჰქონდეს. ისინი ძირითადად ჭერზე ან კედლებზე დასამაგრებლად არის განკუთვნილი. მასალად ბოჭკოვანი მინაა გამოყენებული, რაც მის სიმსუბუქესა და ამავე დროს გამძლეობას უზრუნველყოფს.

“Ecophon Solo”-ს მსგავს მოდელებზე მუშაობა ჯერ კიდევ 10 წლის წინ დაიწყო და მის გაუმჯობესებაზე დღემდე მუშაობენ. პირველად ის საოფისე სივრცეებში დაინერგება.

მსგავსი სტატიები