შვედეთში $50 მილიონად შეფასებული “ნულოვანი ენერგიის” სასტუმრო აშენდება

Construction News

შვედეთში “ნულოვანი ენერგიის” სასტუმრო აშენდება. შენობა განახლებადი ენერგიის საშუალებით ენერგორესურსებს თავად გამოიმუშავებს. სასტუმროში განთავსებული ტექნოლოგიები უზრუნველყოფენ, რომ მინიმუმამდე იქნას დაყვანილი სათბურის გაზების გამოყოფა და გარემოს დაბინძურება. შენობამ უკვე მიიღო მაღალი დონის სტანდარტებისა და ენერგო ეფექტურობის სერტიფიკატი.

აღნიშნული პროექტის განხორციელების მიზნით,  კონტრაქტი შვედეთის წამყვან დეველოპერ “Skanska”-სა და მსხვილ სამშენებლო კომპანია “Fabege”-ს შორის გაფორმდა. ორი გიგანტის თანამშრომლობის შედეგად აშენებული სასტუმრო, პირველი იქნება სკანდინავიის ქვეყნებს შორის “ნულოვანი ენერგიის” მოხმარებით.

ეკოლოგიურად სუფთა შენობა სტოკჰოლმთან ახლოს, ქალაქ სოლნაში აშენდება. პროექტის საერთო ღირებულება 50 მილიონი აშშ დოლარია. სასტუმრო 22,4 ათას კვადრატულ მეტრს დაიკავებს. 11-სართულიან შენობაში 336 ნომერი, 88 საცხოვრებელი აპარტამენტი და Nordic Choice Hotels-ის სათაო ოფისი განთავსდება. სამშენებლო სამუშაოები 2021 წელს დასრულდება.

მსგავსი სტატიები