შვედეთში 2 ენერგოეფექტურ შენობას £17 მილიონად ააშენებენ

Construction News

შვედეთში ორი ახალი ენერგოეფექტური შენობა აშენდება. პროექტის მიხედვით მშენებლობაზე £17 მილიონი დაიხარჯება. ხელშეკრულებას ხელი შვედურმა კომპანიამ „Peab“ მოაწერა.

ენერგოეფექტურ შენობებში 163 ბინა განთავსდება. საშუალო ზომის ბინას 3 ოთახი და სამზარეულო ექნება. ენერგოეფექტური შენობების სახურავზე მზის პანელები განთავსდება. პროექტის მიზანია რაც შეიძლება მეტი ენერგიის გამომუშავება.

გარდა ამისა, პროექტის მიხედვით, ყოველ ბინებში ერთ კვ.მ ფართობის გათბობის, წყლის გაცხელებისა და ელექტროენერგიისთვის 45 კვ/სთ ენერგია უნდა დაიხარჯოს წელიწადში.

theconstructionindex.co.uk-ის ინფორმაციით მშენებლობა ივნისში დაიწყება და პირველი ბინის გაქირავება 2022 წელს იქნება შესაძლებელი.

მსგავსი სტატიები