შვედეთში “ჭკვიანი გზის” მშენებლობაზე $12,5 მილიონი დაიხარჯება

Modern Roofing

ტრანსპორტის ადმინისტრაციის ინიციატივით შვედეთში ინოვაციური გზის მშენებლობა იგეგმება. “ჭკვიანი გზა” მსოფლიოში პირველი იქნება, რომელიც ელექტროავტობუსებსა და ელექტრომობილებს მოძრაობის პროცესში დამუხტავს. პროექტის ღირებულება 12,5 მილიონი აშშ დოლარია.

“ჭკვიან გზას” 1,6-კილომეტრიან მონაკვეთზე ქალაქ ვისბიუსთან ახლოს დააგებენ. პროექტს ებრაული კომპანია “Electreon Wireless” განახორციელებს. ტრანსპორტის დასამუხტად საჭირო მოწყობილობები გზის ზედაპირის ქვეშ დამონტაჟდება.

Global Construction Review-ს ინფორმაციით, შვედეთის მთავრობა მომავალში ინოვაციური გზის მშენებლობას 2,000-კილომეტრიან მონაკვეთზეც გეგმავს, რაც გარემოსთვის სახიფათო ნივთიერებების გამოყოფას შეამცირებს.

მსგავსი სტატიები