შვედეთში მაღალტექნოლოგიური ელექტროფიცირებული გზა გაიხსნა

Modern Roofing

შვედეთში ელექტროფიცირებული გზა გაიხსნა, რომელიც ელექრომობილებს მოძრაობისას ელექტროენერგიას გადასცემს და მუხტავს.

მაღალტექნოლოგიური გზა  სტოკჰოლმთან ახლოს მდებარეობს და ჯამში 2 კილომეტრ მანძილს მოიცავს, თუმცა ქვეყნის საგზაო დეპარტამენტმა უკვე შეიმუშავა რუკა, ინოვაციური გზის გაფართოვების მიზნით.

Building-tech-ის ცნობით, ახალი გზა არლანდის აეროპორტს უკავშირდება და მისი მთავარი ამოცანა, ელექტრომობილების დამუხტვისთვის ხელსაყრელი ინფრასტრუქტურის განვითარებაა.

გზის საფარზე ჩამონტაჟებულია ორი ელექტრო რელსი, რომელიც ტრანსპორტს ელეტროენერგიას გადასცემს სრულ მანძილზე.

ამ ტექნოლოგიით, ქვეყანა ცდილობს უფრო კომფორტული გახადოს ელეტრომობილების მფლობელთათვის გადაადგილება, რათა ტრანსპორტის დამუხტვისთვის გაჩერება და დროის დაკარგვა აღარ დასჭირდეთ.

მსგავსი სტატიები