შვედეთის გზებზე თვითმავალი სატვირთო ელექტრომობილი გამოჩნდა

Modern Roofing

შვედეთის გზებზე მსოფლიოს პირველი სატვირთო ელექტრომობილი გამოჩნდა. ინოვაციური მოდელი “T-Pod” სტარტაპმა “Einride” გამოუშვა. ელექტრომობილის წონა 26 ტონაა და მას მძღოლის კაბინა არ აქვს.

ოპერატორს, რომელიც ავტომობილებისგან რამდენიმე კილომეტრის დაშორებით იმყოფება, ერთდროულად 10 ელექტრომობილის გადაადგილების კონტროლი შეუძლია.

სტარტაპის წარმომადგენლების თქმით, ელექტრომობილი ტვირთის გადატანის დროსა და ხარჯებს 60-%ით შეამცირებს.

ელექტრო სატვირთოები ამჟამად სამხრეთ შვედეთის ქალაქ იენჩეპინგის სამრეწველო ზონაში, საწყობსა და ტერმინალს შორის მოძრაობენ. ავტონომიური სატვირთო ტრანსპორტი 2020 წლისთვის აშშ-შიც გამოჩნდება.

მსგავსი სტატიები