შეხვედრა კლიმატის ცვლილების საკითხებზე

Construction News

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოს და გაეროს განვითარების პროგრამას შორის UNDP/GEF პროექტ “კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციისადმი საქართველოს მეოთხე ეროვნული შეტყობინებისა და მეორე ორწლიური განახლებული ანგარიშის მომზადება” – ის შესახებ ხელშეკრულება  გაფორმდა.

ხელშეკრულება მიზნად ისახავს “პარიზის შეთანხების” მოთხოვნების თანახმად, კონვენციისადმი წარდგენილ საქართველოს “ეროვნულ დონეზე განსაზღვრული წვლილის” კლიმატის ცვლილების შედეგების ადაპტაციას.

მეოთხე ეროვნული შეტყობინების ფარგლებში მოწყვლადობის და კლიმატის ცვლილების მიმართ ადაპატირების ხელახალი შეფასება განხორციელდება არა მხოლოდ იმ სექტორებში, რომელიც ეროვნულ შეტყობინებაში იდენტიფიცირებულ იქნა როგორც ყველაზე მოწყვლადი სექტორები, არამედ სხვა სექტორებშიც და ეკოსისტემებშიც, რაც რიგ შემთხვევებში გათვალისწინებული იქნება რეგიონალური და ადგილობრივი ფაქტორებით.

შეხვედრას გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსის  მოადგილე თეიმურაზ მთივლიშვილი, UNDP – ს გარემოსდაცვითი პროექტების მენეჯერები, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და დარგების სპეციალისტები ესწრებოდნენ.

მსგავსი სტატიები