მოსკოვის „შერემეტიევოს“ აეროპორტში მომხდარ ავიაკატასტროფას 41 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. დაღუპულთა შორის ორი ბავშვია. აეროპორტში საგანგებო დაშვებისას „აეროფლოტის“ თვითმფრინავს ცეცხლი გაუჩნდა.
როგორც „აეროფლოტის“ წარმომადგენელები აცხადებენ, პილოტი იძულებული გახდა საგანგებო დაშვება განეხორციელებინა. საგანაგებო სიტუაციების სამსახურების თანამშრომლებმა უკვე იპოვეს ლაინერის ორივე შავი ყუთი და ისინი ექსპერტიზაზე გადაიტანეს.
„სუხოი სუპერჯეტ 100“-ის ავარიის მიზეზებს შორის სახელდება მეხის დაცემა, მფრინავისა და დისპეჩერის კვალიფიკაცია, ასევე თვითმფრინავის ტექნიკური გაუმართაობა.
ბორტზე სულ 73 მგზავრი და ეკიპაჟის ხუთი წევრი იმყოფებოდა. 33 მგზავრი და ეკიპაჟის 4 წევრი გადარჩა. 6 ადამიანი საავადმყოფოში იმყოფება, აქედან სამის მდგომარეობა კრიტიკულია.