ჩინეთში „შენჯენის“ საერთაშორისო აეროპორტში მესამე ასაფრენი ბილიკის მშენებლობა იგეგმება. ასაფრენი ბილიკის მშენებლობაზე $1.4 მილიარდი დაიხარჯება.
პროექტის მიხედვით, ახალი ასაფრენი ბილიკი 3,600 მეტრი სიგრძის იქნება. გაფართოებული აეროპორტი წელიწადში 49 მილიონი მგზავრის ნაცვლად 80 მილიონს მოემსახურება.
khl.com-ის ინფორმაციით, 2035 წლისთვის ჩინეთს 450 კომერციული აეროპორტი ექნება. აეროპორტები წელიწადში 4.1 მილიარდი მგზავრის გადაადგილებას შეძლებენ.