შენობის უსაფრთხოებასთან და ექსპლუატაციაში მიღებასთან დაკავშირებით მერიამ კონცეფცია შეიმუშავა

Construction News

სამშენებლო ობიექტების ექსპლუატაციაში მიღებასთან და უსაფრთხოებასთან დაკავშირებით თბილისის მერიამ კონცეფცია შეიმუშავა.

როგორც თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განმარტა, მუნიციპალური ინსპექციის ვალდებულებაა, როგორც სამშენებლო პროცესის, მათ შორის სამშენებლო უსაფრთხოების კონტროლი, ასევე, დასრულებული სამშენებლო ობიექტის ექსპლუატაციაში მიღება.

ამ მიმართულებით ვიცით, რომ პრობლემები გვაქვს. ადამიანებს ჰქონდათ შესაძლებლობა, ისეთ შენობა-ნაგებობებში ეცხოვრათ, რომელიც ექსპლუატაციაში არ იყო მიღებული, რაც სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს. გამოცდილებამ აჩვენა, რომ ამ მიმართულებით წესების გადახედვა და დახვეწაა საჭირო. სწორედ ამიტომ შევიმუშავეთ კონცეფცია, როგორც ობიექტის ექსპლუატაციაში მიღებასთან, ისე მის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ახალი კონცეფცია საზოგადოებას უახლოეს მომავალში წარედგინება.

მსგავსი სტატიები