შენობების ბუნებრივი კატასტროფებისგან დასაცავად ცემენტის ინოვაციური პანელი შეიმუშავეს

Modern Roofing

სამშენებლო მასალების მწარმოებელმა ამერიკულმა კომპანიამ “Re-Structure” ბუნებრივი კატასტროფებისგან თავდასაცავად 3D ცემენტის ახალი პანელი შეიმუშავა. პანელი უმკლავდება ისეთ ბუნებრივ კატასტროფებს როგორებიცაა ტორნადო, ქარიშხალი და მიწისძვრა და შესაბამისად იცავს შენობებს დაზიანებისგან. სამშენებლო მასალას 3D სტრუქტურა აქვს და გარედან ბეტონის ფენით არის დაფარული.

კომპანიის წარმომადგენელი, კენ კალიგარი აღნიშნავს, რომ აშშ-ში სახლების 77% ბუნებრივი კატასტროფებისგან დაზიანების რისკ ჯგუფშია. ქვეყნის აღმოსავლეთ სანაპირო ქარიშხლების ეპიცენტრშია, ცენტრალურ ნაწილში ტორნადოებს ებრძვიან, დასავლეთში კი საკმაოდ გააქტიურდა სეისმური აქტივობები. ახალი მასალით მშენებლობა შენობებს უფრო უსაფრთხოს გახდის.

თავდაპირველად პანელების სერიული წარმოება ფინანსურ პრობლემებთან იყო დაკავშირებული. ამჟამად კი ავსტრიული კომპანია “EVG”-ის დახმარებით წარმოების ხარჯები საგრძნობლად შემცირებულია.  

მსგავსი სტატიები