იაპონია მშენებლობის ახალ სტანდარტს ამკვიდრებს

Construction News

სახლი,  რომელიც მიწისძვრის დროს მიწას შორდება და ზემოთ იწევს – ეს მშენებლობის ახალი ტექნოლოგიაა, რომელიც იაპონიაში შეიმუშავეს.

მიწისძვრის დროს, შენობას შეუძლია მიწას დაშორდეს, ზემოთ აიწიოს და ასეთ მდგომარეობაში შეუძლია იმ დრომდე გაჩერდეს, ვიდრე მიწისძვრა არ დასრულდება.

ეს ტექნოლოგია, ჯერ კიდევ გასულ ათწლეულში შემუშავდა, თუმცა ყურადღება, 2011 წლის იაპონიის დამანგრეველი მიწისძვრის შემდეგ მიაქციეს.

ტექნოლოგია შემუშავებულია კომპანია “Air Danshin Systems“-ის მიერ. შენობაში არსებული სისტემა, ძლიერი საჰაერო ბალიშის ფუნქციას ასრულებს. მგრძნობიარე სენსორი,  სეისმურ აქტივობას აფიქსირებს, შემდეგ სიგნალს კომპრესორს გადასცემს, რომელიც საჰაერო ბალიშს ააქტიურებს. კომპრესორს კი რამდენიმე წამი სჭირდება, რომ შენობასა და საძირკველს შორის არსებული სპეციალური ბალიში ჰაერით აავსოს და შენობა ზემოთ აწიოს.

ამ სპეც-ბალიშის სისქე რამდენიმე სანტიმეტრია, რაც სავსებით საკმარისია იმისთვის, რომ მიწისძვრის დამანგრეველი შედეგი მინიმუმამდე დავიდეს.

Building-tech-ის ინფორმაციით, ბიძგების დასრულების შემდეგ სახლი ჯდება სპეციალურ ჩარჩოზე, რომელიც საძირკველის პერიმეტრზეა განლაგებული. ამ ახალი ტექნოლოგიით იაპონიაში უკვე ასულობით სახლია აშენებული. მათი ნაწილი მცირე ზომის სახლებია, რომლებიც 2011 წლის მიწისძვრის შედეგად დაზიანდნენ და რეკონსტრუქცია ახალი ტექნოლოგიით განახორციელეს.  

მსგავსი სტატიები