შემუშავდა ჩაფხუტის ინოვაციური მოდელი, რომელიც თავის ტვინს დაზიანებისგან დაიცავს

Modern Roofing

უსაფრთხოების ჩაფხუტების მწარმოებელი შვედური კომპანია MIPS და დიდი ბრიტანეთის ინდუსტრიული უსაფრთხოების კომპანია Guardio ინოვაციური ჩაფხუტის შესაქმნელად გაერთიანდნენ. ახალი მოდელი მთლიანად ტვინის ზონის დაცვაზე იქნება ორიენტირებული და ის გაყიდვაში ივნისის თვიდან ჩაეშვება.

ჩაფხუტზე დამონტაჟებული იქნება დარტყმისგან დამცავი მრავლმხრივი  მექანიზმი, რომელიც შეამცირებს დარტყმის ტალღას ტვინის მიმართულებით, რადგან დარტყმას შეუძლია გამოიწვიოს სისხლჩაქცევა ტვინში და გაზარდოს ტრავმის რისკი.

ცნობისთვის – აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის მონაცემებით, სამშენებლო სექტორის ფატალური და ტრავმული შემთხვევების დიდი ნაწილი თავის ტვინის დაზიანებასთან არის დაკავშირებული.

მსგავსი სტატიები