შემუშავდა სისტემა, რომლითაც ექსკავატორის დისტანციური მართვა 8,500 კილომეტრიდან შეიძლება

Modern Roofing

სამშენებლო აღჭურვილობის მომწოდებელმა კომპანია “Doosan”-მა 5G სისტემით ექსკავატორების დისტანციურად მართვის დემონსტირება მოახდინა. პრეზენტაცია მიუნხენში, სამშენებლო ტექნიკის სავაჭრო გამოფენაზე შედგა.

Global Construction Review-ს ინფორმაციით, პრეზენტაციის ფარგლებში, კომპანიის წარმომადგენელმა გერმანიიდან 8,500 კილომეტრის მოშორებით, სამხრეთ კორეის სამშენებლო მოედანზე განთავსებული 40-ტონიანი ექსკავატორი, დისტანციურად ამუშავა. 

გარდა ამისა, 3D სახელმძღვანელოს გამოყენებით, ექსკავატორის მძღოლს პროცესის კონტროლი 8 სასაათო სარტყელის მოშორებით, ფართო ეკრანზეც შეუძლია.

კომპანიას სისტემის შემუშავებაში მხარს უჭერს ტექნოლოგიური ფირმა LG, რომლის დახმარებითაც დისტანციური მართვის სისწრაფე 10-ჯერ არის გაზრდილი.

კომპანია “Doosan”-ის განმარტებით, შორ მანძილზე ტექნიკის მართვის შესაძლებლობა უსაფრთხოების ზომების გაზრდას შეუწყობს ხელს. სისტემა განსაკუთრებით სასარგებლო იმ სამშენებლო მოედნებზე იქნება, სადაც ტოქსიკური ან რადიაციული ნივთიერებებია გავრცელებული ან ტერიტორიაზე ნაღმების არსებობის მაღალი რისკია.

მსგავსი სტატიები