შემუშავდა მოწყობილობა, რომელიც სამშენებლო ტვირთების აწევას აადვილებს

Modern Roofing

თანამედროვე ტექნოლოგიის კომპანია “Sarcos Robotics”-მა, აშშ-ში ახალი მოწყობილობა შეიმუშავა, რომელიც ადამიანს საშუალებას მისცემს 200 ფუტის (91 კგ) ტვირთი მარტივად ასწიოს. კომპანიის ინფორმაციით, მოწყობილობა განსაკუთრებით სასარგებლო სამშენებლო სექტორისთვის იქნება.

მოწყობილობა დამუხტვის შედეგად 8 საათის განმავლობაში მუშაობს და შეუძლია სამშენებლო მოედანზე სერიოზულად დაზოგოს მშენებელთა ენერგია და ადამიანური რესურსი. გამოცდის რეჟიმში აღმოჩნდა, რომ “Sarcos Robotics”-ის მოწყობილობის მორგებისას ადამიანი 45 კილოგრამის სიმძიმეს 2 კილოგრამის ეკვივალენტად გრძნობს.

ადამიანის მოძრაობის მსგავსი სიჩქარის განსავითარებლად მას მხოლოდ 400 ვატის ენერგია სჭირდება. მოწყობილობის ამოქმედება სენსორული სისტემითაა შესაძლებელი და მისი გაკონტროლება სპეციალურ ვარჯიშს არ საჭიროებს.

Сonstructiondive-ის ინფორმაცით, ამერიკულ კომპანიებს სამშენებლო მოედნებზე დასაქმებული ადამიანების  ფიზიკური დაზიანების ანაზღაურება ყოველწლიურად 100 მილიარდი აშშ დოლარი უჯდებათ. შესაბამისად, სექტორისთვის მსგავსი მოწყობილობების არსებობა ამცირებს ფიზიკური დაზიანების რისკებსა და გაწეულ ხარჯებს.

მოწყობილობა უკვე შეისყიდეს ადგილობრივ ბაზარზე, თუმცა აშშ-ის ფარგლებს გარეთ ის 2020 წლიდან გამოჩნდება.

მსგავსი სტატიები