შემუშავდა მოწყობილობა, რომელიც წყლის ჭავლით მყარ ზედაპირს წამებში არღვევს

Modern Roofing

ამერიკულმა კომპანიამ PyroLance სახანძრო და სამხედრო სექტორისთვის ახალი მოწყობილობა შექმნა. პორტატულ “იარაღს” წყლის ჭავლის ძლიერი ნაკადით ისეთი მყარი დაბრკოლებების გარღვევა შეუძლია, როგორებიცაა ბეტონი, აგური, ფოლადი და ტყვიაგაუმტარი მინა. აღნიშნული ინოვაცია მეხანძრეებს რთულად შესაღწევ შენობებში ხანძრის ლიკვიდაციაში დაეხმარება.

მოწყობილობას იარაღის ფორმა აქვს და სიმსუბუქის გამო ადვილი სატარებელია. ჩატარებული ექსპერიმენტის შედეგად დადასტურდა, რომ მოწყობილობა წყლის ჭავლით 30 წამში ხვრეტს აგურს, ხოლო ბეტონის ზედაპირს 35-45 წამში უმკლავდება. PyroLance-ის მოწყობილობის ფასი მოდელისა და მახასიათებლების გათვალისწინებით $15,000-დან $80,000-მდე მერყეობს.

ინოვაციის შექმნაში PyroLance-ს პარტნიორობას კანადური ინდუსტრიული კომპანიები უწევდნენ. მოწყობილობა რამდენიმე საერთაშორისო აეროპორტმა და სახანძრო სამსახურებმა უკვე შეიძინეს.

მსგავსი სტატიები