შემუშავდა სათვალე, რომელიც მუშაკებს კედლის მაქსიმალური სიზუსტით აშენებაში ეხმარება

Modern Roofing

ამერიკულმა კომპანიამ “Fologram” ციფრული ტექნოლოგიის გამოყენებით, სამშენებლო ინდუსტრიისთვის შექმნა ინოვაციური ვირტუალური რეალობის  სათვალე, რომელიც მუშაკებს აგურის უფრო ზუსტად განლაგებაში დაეხმარება.

მუშაკები, რომლებიც მუშაობის დროს სპეციალურ სათვალეს მოირგებენ, შეძლებენ კედლის აშენება მილიმეტრამდე სიზუსტით განახორციელონ. მოწყობილობის ჰოლოგრამები მიანიშნებენ პროპორციების დარღვევაზე და ასევე აჩვენებენ, თუ როგორი უნდა იყოს კედლის დასრულებული ვარიანტი.

ინოვაციის ტესტირების პროცესში დადასტურდა, რომ ტექნოლოგიის გამოყენება დროის ეკონომიისთვისაც კარგია. ორმა მუშაკმა სამუშაო 6,5 საათში დაასრულა, მაშინ, როცა სტანდარტულ შემთხვევაში მათ ამისთვის ორი კვირა მაინც სჭირდებოდათ.

კომპანია “Fologram”-ის წარმომადგენლების თქმით, აღნიშნულ ტექნოლოგიას დიდი მნიშვნელობა აქვს, განსაკუთრებით იმ რეალობაში, სადაც ადამიანების კონკურენტები რობოტები არიან. სამშენებლო ინდუსტრია მზარდია, ხოლო ადამიანური რესურსი კი მცირდება. ამ პრობლემასთან გამკლავების ერთ-ერთი გზა სწორედ გამოცდილი და მაღალი ტექნოლოგიებით აღჭურვილი მუშახელის არსებობაა.

მსგავსი სტატიები