ჰოლანდიურმა არქიტექტურულმა კომპანიამ “UNStudio” კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში, ინოვაციური თეთრი საღებავი შეიმუშავა. კომპანიას, რომელიც ჰოლანდიაში 1988 წლიდან ფუნქციონირებს, შვეცარიული მწარმოებლი “Monopol Colors” უჭერდა მხარს.
Building-Tech-ის ინფორმაციით, ინოვაციური მასალა ქალაქებს, სადაც ტრანსპორტისა და ინდუსტრიის ზონებია განლაგებული, გადახურებისგან დაიცავს.
საღებავის გამოცდისას დადასტურდა, რომ მას მზის სხივების შთანთქმის 12%-იანი მაჩვენებელი აქვს, მაშინ, როცა მუქი შეფერილობის ფასადები გამოსხივების 95%-ს შთანთქავენ, ხოლო სტანდარტული თეთრი საღებავებიანი ზედაპირები 25%-ს.
ფლუოროპოლიმერზე დაფუძნებული საღებავის გამოყენება მეტალის, ფოლადისა და მინაპლასტიკის ზედაპირზე შეიძლება. აბრაზიის წინააღმდეგ ჩატარებულმა ტესტმა აჩვენა, რომ საღებავს 30-წლიანი გამძლეობა აქვს. გარდა ამისა, მისი გამოყენება კოროზიის წინააღმდეგაც შეიძლება.