შევრონი 800 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების ოფისს აიშენებს

Construction News

ენერგო გიგანტი შევრონი, ახალ მრავალსართულიან ოფისს იშენებს ავსტრალიაში.

კომპანიამ ხელშეკრულება გააფორმა სამშენებლო კომპანიასთან “ბრუკფილდ ფროფერთის”. პროექტი 800 მილიონი აშშ დოლარის ღირებულებისაა და მისი მშენებლობა მომავალ წელს დაიწყება. კომპლექსი Elizabeth Quay-ის ტერიტორიაზე განთავსდება.

ეს არის ფენომენალური შესაძლებლობა, მოვახდინოთ სანაპიროს განბლოკვა და განვავითაროთ ის მაქსიმალურად” – განაცხადა სოფი ფოლმანმა “ბრუკფილდ ფროფერთისიდან”.

შევრონი უკვე 5 წელია მუშაობს ამ პროექტზე. რამდენიმე წლიანი განხილვის შემდეგ, მთავრობამ პროექტი გასული წლის დეკემბერში დაამტკიცა.

29 სართულზე განლაგებული 54,000 კვ.მ ფართობის შენობაში, ძირითადად შევრონის ოფისი განთავსდება. ქვედა სართულებზე მაღაზიები, კაფე-ბარები, საბავშვო სივრცე და გამაჯანსაღებელი ცენტრი მოეწყობა, ხოლო საოფისე ფართის დიდი ნაწილი შევრონის საოფისე საქმიანობას დაეთმობა.

მშენებლობაზე დაახლოებით 1,000 ადამიანი დასაქმდება და გეგმის მიხედვით 2023 წელს დასრულდება

მსგავსი სტატიები