შატილში დამწვარი სკოლა-პანსიონის აღდგენისთვის 1,5 მილიონი ლარი გამოიყოფა

Construction News

შატილში დამწვარი სკოლა-პანსიონის აღდგენისთვის 1,5 მილიონი ლარი მთის ფონდიდან გამოიყოფა და კონკრეტული სამუშაოები უახლოეს პერიოდში დაიწყება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

პრემიერ-მინისტრის თქმით, დღეს საკითხი ინფრასტრუქტურის სამინისტროს მთავრობის სხდომაზე გამოაქვს.

მოგეხსენებათ, რომ შატილში სკოლა-პანსიონი დაიწვა 2019 წლის ოქტომბერში. ჩვენ მაშინ გავეცით დაპირება, რომ უახლოეს პერიოდში აღვადგენთ ამ სკოლა-პანსიონს. კლიმატური პირობები გვაძლევს შესაძლებლობას, რომ უახლოეს პერიოდში დავიწყოთ კონკრეტული სამუშაოები. რა თქმა უნდა, ეს დაპირება შესრულდება”, –  განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

შეგახსენებთ, რომ შატილის სკოლა-პანსიონი 2005 წელს, გერმანელი დონორების დაფინანსებით აშენდა. 2019 წლის ზაფხულში სკოლას რეაბილიტაცია ჩაუტარდა, რაც მაღალმთიანი დასახლებების განვითარების ფონდიდან დაახლოებით 160 ათასი ლარით დაფინანსდა, ხოლო იმავე წლის ოქტომბერში დაიწვა.

მსგავსი სტატიები