2018 წელს საგზაო ინფრასტრუქტურის 617 პროექტი განხორციელდა

Construction News

გასულ წელს, საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაციის მიმართულებით, განხორციელდა 617 პროექტი და დაიხარჯა 1.478 მლნ ლარი, მათ შორის – 727 მლნ ლარი ჩქაროსნული მაგისტრალების მშენებლობაზე, – ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა 2018 წელს განხორციელებულ პროექტებზე საუბრისას განაცხადა.

“გასულ წელს დასრულებული მნიშვნელოვანი პროექტებიდან განსაკუთრებით აღსანიშნავია ქობულეთის შემოვლითი გზა, რომელმაც განტვირთა საკურორტო ზონა ტრანზიტული მოძრაობისგან და მნიშვნელოვნად შემცირდა ბათუმამდე მგზავრობის დრო. ასევე დასრულდა მესტია-უშგულის რთულ მონაკვეთზე 10 კმ გზის მშენებლობა. ეს არის ერთადერთი გზა უშგულამდე და მას როგორც ადგილობრივები, ისე ტურისტები აქტიურად იყენებენ. გზაზე გადაადგილება უსაფრთხო გახდა ზამთრის თვეებშიც და ამ გზის სხვა მონაკვეთების მშენებლობა-რეაბილიტაციის სამუშაოები წელსაც გაგრძელდება“, – აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.

მისი ინფორმაციით, გასულ წელს ასევე დასრულდა 2015 წლის 13 ივნისის სტიქიის შედეგად დაზიანებული წყნეთი-ბეთანიის გზის რეაბილიტაცია და მდინარე ვერეს კალაპოტის ფორმირების და კალაპოტში ნატანდამჭერი ნაგებობის მშენებლობა.

მსგავსი სტატიები