ჩინეთის ქალაქ შანხაიში შენობის ჩამონგრევის შედეგად 10 ადამიანი დაიღუპა. ადგილზე მომუშავე მუშაკები ბეტონის მილებისა და ხის კოჭების ქვეშ მოყვნენ.
მაშველებმა ნანგრევებიდან 25 ადამიანის ამოყვანა შეძლეს, თუმცა მათგან 10 მიღებული ტრავმების გამო, საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა.
საგანგებო მდგომარეობის სამინისტროს ცნობით, შემთხვევა მერსედეს-ბენცის ყოფილი ქარხნის შენობაში მოხდა. ცნობილია, რომ მუშები შენობას დემონტაჟისათვის ამზადებდნენ. სამაშველო და სამძებრო სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება.