შანხაიში მიტოვებული აეროპორტი ხელოვნების პარკად გადააკეთეს

Construction News

Longhua-ს აეროპორტი შანხაიში, რომელიც ერთ-ერთ მასშტაბურ აეროპორტად ითვლებოდა აღმოსავლეთ აზიაში, დღეს უკვე თანამედროვე ხელოვნების პარკია.

Global Construction Review-ს ინფორმაციით, 47,448 კვ.მ ფართობზე მშენებლობისა და რეკონსტრუქციის პროცესი 6 წელი მიმდინარეობდა. შედეგად სივრცე 23 მარტიდან ჩინეთის თანამედროვე მხატვრების გამოფენებს მასპინძლობს.

ნიუ-იორკიდან მოწვეულმა დიზაინერებმა და არქიტექტორებმა ყოფილი აეროპორტის ტერიტორიაზე განთავსებული ნავთობის 5 ცარიელი რეზერვუარი საგამოფენო სივრცეებად გადააკეთეს. სახანძრო ავზიც, სადაც წყლის სატუმბი მოწყობილობა იყო განთავსებული, ასევე საგამოფენო სივრცედაა ქცეული.

გარდა ამისა, ტერიტორიაზე მოწყობილია მიწისქვეშა ზონა, რომელიც ნავთობის რეზერვუარებს ერთმანეთთან აკავშირებს.

სივრცე აქვს დათმობილი “ქალაქური ტყის” ზონასაც, რომელიც მაქსიმალურად მიახლოებულია ველური ბუნების პირობებს და ამავე დროს, ინდუსტრიულ დანადგარებსა და თანამედროვე ქანდაკებებსაც მოიცავს.

მრავალფუნქციური სივრცე შანხაიში დასვენების, ღონისძიებებისა და სხვა საზოგადოებრივი აქტივობებისთვის არის განკუთვნილი.

ტერიტორია რეკონსტრუქციამდე

მსგავსი სტატიები