“ტესლა” შანხაიში 7 მილიარდი აშშ დოლარის ინვესტიციას ახორციელებს

Construction News

ამერიკული ავტომწარმოებელი “ტესლა” მეგა საწარმოს აშენებს ჩინეთში . პროექტისთვის კომპანიამ 7 მილიარდი აშშ დოლარი გამოყო, რაც შანხაის წარმოების ისტორიაში ყველაზე მსხვილი უცხოური ინვესტიციაა. ამასთან, ეს “ტესლას“ პირველი ქარხანა იქნება აშშ-ის საზღვრებს გარეთ.

მხოლოდ მშენებლობის ღირებულება 2 მილიარდი აშშ დოლარია. პროექტის დასრულების შემდეგ, “ტესლა” ადგილზე 500,000-მდე სატრანსპორტო საშუალების გამოშვებას გეგმავს.

Dailymail-ის ინფორმაციით, სამშენებლო სამუშაოები ამჟამად 864,888 კვადრატულ მეტრის ფართობზე მიმდინარეობს. უკვე დაწყებულია ფოლადის კონსტრუქციების, მათ შორის სახურავის აგება.

გეგმისა და მასშტაბების გათვალისწინებით, მშენებლობა 2 წლის განმავლობაში უნდა გაგრძელებულიყო, თუმცა ადგილობრივი მთავრობის მხარდაჭერამ დრო შეამცირა და იანვარში დაწყებული მშენებლობა ივლისში ან აგვისტოში დასრულდება.

მსგავსი სტატიები