შანხაისა და პეკინს შორის ყველაზე სწრაფი მაგლევი მატარებელი იმოძრავებს

Construction News

ჩინეთურმა კომპანიამ  “China Railway Rolling Stock Corporation” მაგლევი მატარებელი წარმოადგინა, რომელიც მგზავრებს 600 კმ/სთ სიჩქარით გადაიყვანს. ამ მონაცემებით ის მსოფლიოს ყველაზე სწრაფი მატარებელია. ტრანსპორტი შანხაიდან პეკინამდე იმოძრავებს და მანძილს სამ საათსა და 30 წუთში დაფარავს.

ამ ეტაპზე მატარებელი სატესტო რეჟიმში მოძრაობს, ხოლო წარმოებაში 2021 წლიდან ჩაეშვება. დღესდღეობით მსოფლიოს ყველაზე სწრაფი მაგლევი ჩინეთში შანხაის აეროპორტიდან ქალაქის ცენტრისკენ მოძრაობს, მისი სიჩქარე 431 კმ/სთ-ია.

ცნობისთვის – მაგლევი მაგნიტურ საკიდზე მოძრავი მატარებელია, რომელიც მაგნიტური ძალის მიერ იმართება. ჩვეულებრივი მატარებლებისგან განსხვავებით, მოძრაობისას ის ლიანდაგის ზედაპირს არ ეხება.

მსგავსი სტატიები