შავი ზღვის სანაპირო ზოლს 355 მაშველი გააკონტროლებს

Construction News

შავი ზღვის სანაპირო ზოლს, სეზონურ მაშველთა გაზრდილი რაოდენობა გააკონტროლებს – ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური აქვეყნებს.

უწყების ცნობით, მოქალაქეთა უსაფრთხო დასვენებაზე 355 მაშველი იზრუნებს, მათ შორის 15 გოგო-მაშველი. ყოველი მათგანი, ევროპული სტანდარტის შესაბამისად იქნება აღჭურვილი.

აჭარის, გურიის და სამეგრელოს რეგიონების ტერიტორიაზე, მობილიზებული იქნება 6 კატარღა, 7 ნავი და 27 სკუტერი. პროცესში ჩაერთვება 1 სამაშველო და 3 სადაზვერვო დრონი. ასევე, შავი ზღვის სანაპირო ზოლზე უკვე განახლდა და დაემატა სამაშველო კოშკურები, რომელთა ჯამური რაოდენობა  108 აღწევს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური შეახსენებს საზოგადოებას, რომ არაფხიზელ მდგომარეობაში და ნაბახუსევზე ცურვა, კატეგორიულად აკრძალულია!

მსგავსი სტატიები