ყირიმში 598,25 მილიონად 3 სკოლა აშენდება

Construction News

ნაციონალური პროექტის “განათლების” რეგიონული მიმართულების “თანამედროვე სკოლა” ფარგლებში, ყირიმში 3 სკოლის მშენებლობისთვის 598,25 მილიონი რუბლი გამოიყო. ინფორმაციას ТАСС ავრცელებს.

რუსული მედიის ცნობით, პროექტის ფარგლებში სიმფეროპოლში 1,100-ადგილიანი სკოლა აშენდება, ქერჩში 704-ადგილიანი სკოლის მშენებლობა 2020 წელს დასრულდება, ხოლო 250-ადგილიანი სკოლა სოფელ მალოვიდნოეში 2020 წელს დასრულდება.

პროექტის “განათლება”2019 წლიდან 2014 წლამდე განხორციელდება. მისი საერთო ბიუჯეტი 784,5 მილიარდი რუბლია.

მსგავსი სტატიები