ყირიმის ხიდზე სამგზავრო მატარებელი პირველ რეისს 8 დეკემბერს შეასრულებს

Construction News

ყირიმის ხიდზე სამგზავრო მატარებელი პირველ რეისს მიმდინარე წლის 8 დეკემბერს შეასრულებს. მატარებლის ბილეთების გაყიდვა სექტემბრიდან დაიწყება.

ქერჩის სრუტეზე მდებარე სარკინიგზო ხაზზე 11 სამგზავრო მატარებელი იმოძრავებს. მოსკოვსა და სიმფეროპოლს შორის 14-ვაგონიანი ორსართულიანი მატარებელი იმოძრავებს, რომელსაც ერთდროულად 882 მგზავრის მომსახურება შეეძლება. მატარებლის ბილეთების ღირებულება ჯერჯერობით ცნობილი არ არის.

მანამდე ყირიმის სარკინიგზო ხაზის გენდირექტორმა, ალექსეი გლადინინმა განაცხადა, რომ 2020 წლისთვის სარკინიგზო ხაზი წელიწადში 2,6 მილიონი მგზავრის მომსახურებას შეძლებს, 2025 წლისთვის კი – 4,1 მილიონის.

შეგახსენებთ, რომ ყირიმის ხიდზე საავტომობილო ნაწილი 2018 წლის მაისში გაიხსნა, სატვირთო ნაწილი კი გასული წლის ოქტომბერში. რაც შეეხება სარკინიგზო ხაზს, მისი მშენებლობა ჯერ კიდევ მიმდინარეობს და 2019 წელს გაიხსნება.

ყირიმის 19-კილომეტრიანი ხიდის მშენებლობა 2016 წელს დაიწყო.

მსგავსი სტატიები