მსოფლიოში ყველაზე გრძელი საფეხმავლო ხიდი, რომელიც 3D პრინტერითაა დაბეჭდილ-აშენებული, შანხაიში (ჩინეთი) მდებარეობს.
ბეტონისგან აგებული ხიდის სიგრძე 26 მეტრია, სიგანე – 3.6 მეტრი.
რეკორდული ხიდის აგებას 450 საათი დასჭირდა. მისი მშენებლობის ღირებულება სამჯერ ნაკლები დაჯდა, ვიდრე ჩვეულებრივი ხიდის აგებას დასჭირდებოდა.
ხიდის პროექტი „Tsinghua University School of Architecture“-მა შეიმუშავა.
ცნობისთვის,
მსოფლიოში პირველი ბეტონის ხიდი, რომელიც 3D პრინტერით იყო დაბეჭდილ-აშენებული,
2017 წელს ნიდერლანდებში გაიხსნა.