ყვარელში უეფას მეორე კატეგორიის სტადიონი აშენდება

Construction News

ყვარელში უეფას მეორე კატეგორიის დონის სტადიონი აშენდება, რომელიც 2,500 მაყურებელზეა გათვლილი.

“პირველი არხის” ინფორმაციით, სტადიონი „მუნიციპალური განვითარების ფონდის“ დაფინანსებით აშენდება და მასზე სავარაუდოდ, 4-6 მილიონი ლარი დაიხარჯება.

სტადიონზე საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ტრიბუნები, საშხაპეები და გასახდელები მოეწყობა.

სტადიონის პროექტირებაზე, რომლის სატენდერო თანხა 170 ათასი ლარია, ტენდერი უკვე მიმდინარეობს. მშენებლობა მიმდინარე წლის ზაფხულში დაიწყება და 2020 წელს დასრულდება.

მსგავსი სტატიები