ყატარული კომპანია საქართველოში თბოელექტროსადგურის მშენებლობით დაინტერესდა

Construction News

ყატარის სახელმწიფო ენერგო კომპანიის “Nebras Power“ წარმომადგენლები საქართველოში იმყოფებიან. კომპანიის მიზანი საქართველოს ენერგოსექტორში არსებული საინვესტიციო შესაძლებლობების გაცნობა და კონკრეტული ერთობლივი პროექტების განხილვაა.

კომპანია საქართველოს ენერგეტიკის სფეროში ინვესტირებისთვის მოლაპარაკებებს “საპარტნიორო ფონდთან“ მართავს. ფონდის ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა ქვეყნის ენერგოსექტორის მიმართულებით საინვესტიციო პროექტები განიხილეს და შესაძლო თანამშრომლობის პერსპექტივების შესახებ იმსჯელეს.

“Nebras Power“ თბოელექტროსადგურების მიმართ განსაკუთრებულ ინტერესს გამოთქვამს და ამ მიზნით საქართველოს მთავრობის ეკონომიკურ გუნდთანაც გეგმავს შეხვედრას.

მსგავსი სტატიები