“ყაზტრანსგაზ თბილისი“ წინასააღდგომოდ მოსახლეობას აფრთხილებს

Construction News

მომხმარებლებს, რომლებიც ბრწყინვალე აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით ქალაქიდან გასვლასა და საცხოვრებელი ბინების რამდენიმე დღით დაკეტვას გეგმავენ, „ყაზტრანსგაზ თბილისი“ სთხოვს, განსაკუთრებული ყურადღება გამოიჩინონ გაზდანადგარებისა და ბუნებრივი აირის მილის ონკანის სწორად დაკეტვისას.

კომპანიის განცხადებით, ბოლო პერიოდში გახშირდა საცხოვრებელ სახლებში, მათ შორის ძირითადად დაკეტილ ბინებში გაზის ონკანების ღია მდგომარეობაში და გაზის დანადგარების უყურადღებოდ დატოვების ფაქტები.

სადღესასწაულო დღეებში კომპანიის სწრაფი რეაგირების სამსახური საგანგებო რეჟიმში, 24 საათის განმავლობაში იმუშავებს.

მსგავსი სტატიები