ყაზახეთში სამხედრო ბაზაზე ხანძარია – რეგიონში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული

Construction News

ყაზახეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ქალაქ არისთან ახლოს არსებულ სამხედრო ბაზაზე ხანძარი გაჩნდა და საბრძოლო მასალამ აფეთქება დაიწყო.

რეგიონში საგანგებო მდგომარეობა გამოვაცხადეთ, მობილიზებულია სამაშველო სამსახურები, ვფიქრობთ რომ ქალაქის ევაკუაცია სრულად არის საჭირო”, – აცხადებს რეგიონის მმართველი, უმირზაკ შუკეევი.

მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული საცხოვრებელი სახლებიდან მოსახლეობა უკვე ავაკუირებულია.

ამ დროისთვის უკვე 16 დაშავებულია კლინიკაში გადაყვანილი.

ინციდენტის გამომწვევი მიზეზები ჯერ დადგენილი არ არის.

მსგავსი სტატიები