„ღიმილის უბნის“ მოსახლეობა სახლების დემონტაჟს აპროტესტებს

Construction News

ე.წ. ღიმილის უბნის მცხოვრებმა 150-მა ოჯახმა, აღსრულების ეროვნულ ბიუროსთან საპროტესტო აქცია გამართა და გააპროტესტა მერიის გადაწყვეტილება, რომელმაც მათ სახლების დემონტაჟი მოსთხოვა და საქმე აღსრულების ბიუროს გადასცა.

აქციის მონაწილეების თქმით, მათ წასასვლელი არსად აქვთ, ამიტომ აღსრულების შეწყვეტას მოითხოვენ.

„ეს მიწა მშენებლობისთვის არ ვარგა. ალტერნატიული წინადადება არ შეუთავაზებიათ, მხოლოდ 25 ათას ლარიანი ჯარიმები და დამუქრება ნგრევაზე“, – განაცხადა აქციის მონაწილემ, მამა ზურაბ ღონღაძემ.

აღსრულების ეროვნული ბიუროს საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელის, პაატა შამუგიას თქმით, ამ ეტაპზე მოსახლეობას მერიასთან შესათანხმებლად გონივრული ვადა მიეცა.

„ამ ეტაპისთვის აღსრულების ეროვნული ბიურო არ აპირებს ამ საცხოვრებელი სახლების დემონტაჟს, რადგან ამ ადამიანებს აძლევს გონივრულ ვადას, რამდენიმე თვეს, იმისთვის, რომ მათ მერიასთან რაიმე ფორმით შეთანხმება მოახერხონ“, – განაცხადა შამუგიამ.

მსგავსი სტატიები