ღია კაფეები დამატებითი სივრცით ისარგებლებენ

Construction News

მუნიციპალურ სივრცეებში განთავსებულ ღია კაფეებს, ქვეყანაში არსებული შეზღუდვების მოხსნამდე მიეცემათ შესაძლებლობა, მაგიდები განალაგონ ისეთ ადგილებში, სადაც მათ იჯარის ხელშეკრულებით ამის უფლება არ აქვთ, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ, მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, დედაქალაქში პირველი ივნისიდან ღია კაფეები გაიხსნა, თუმცა მათ მაგიდებს შორის დისტანციის დაცვასთან დაკავშირებით შეზღუდვები აქვთ.

პირველი ივნისიდან დედაქალაქში ღია კაფეები გაიხსნა, თუმცა მათ მაგიდებს შორის დისტანციის დაცვასთან დაკავშირებით შეზღუდვები აქვთ. ტერიტორიაზე იმდენ მაგიდას ვერ განათავსებენ, რამდენსაც აქამდე ახერხებდნენ. გასულ დღეებში მქონდა კონსულტაციები პრემიერ-მინისტრთან და ეკონომიკის მინისტთან. მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ღია კაფეებს, რომელიც განთავსებულია მუნიციპალურ სივრცეებში, შეზღუდვების მოხსნამდე მივცემთ შესაძლებლობას, მიმდებარედ არსებული დამატებითი ფართები გამოიყენონ და მაგიდები განალაგონ ისე, როგორც სპეციალისტების მოთხოვნა ითვალისწინებს”, – განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერის განმარტებით, ეს დროებითი გადაწყვეტილებაა და ღია კაფეები შეზღუდვების მოხსნის შემდეგ, მუნიციპალიტეტთან გაფორმებული იჯარის კონტურებს დაუბრუნდებიან.

მსგავსი სტატიები